logo
ENG



"ამ სიტყვებს არ გამოვიყენებდი" - მაკრონი ბაიდენის მხრიდან პუტინის "ყასაბად" მოხსენიებაზე

27 მარ 202217:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/27/0whig0slc3vsih7.jpg
Kevin Lamarque / Pool

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეხმაურება პუტინის შესახებ ჯო ბაიდენის გუშინდელ განცხადებას, რომ "პუტინი ყასაბია" და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე, რათა არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თავად ამ სიტყვებს არ გამოიყენებდა, რადგან პუტინთან დისკუსიებს ახლაც მართავს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მთავარი მიზანი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი რუსი სამხედროების გაყვანაა, ამ მიზნის მიღწევის გზაზე კი დაუშვებელია სიტუაციის ნებისმიერი ფორმით ესკალაცია.

„მე არ გამოვიყენებდი ამ სიტყვებს რადგან პუტინთან დისკუსიებს ვაგრძელებ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს რათა სიტუაციის ესკალაცია შეწყდეს.

ჩვენ გვინდა ესკალაციის გარეშე შევაჩეროთ ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო - ესაა მიზანი. 

მიზანი უპირველეს ყოვლისა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, შემდეგ კი დიპლომატიური გზებით [რუსი] სამხედროების გაყვანა. თუ ამის გაკეთება გვინდა, ჩვენ სიტუაციის ესკალაცია არ უნდა მოვახდინოთ - არც სიტყვით და არც ქმედებით“, - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს "ყასაბი" უწოდა


close დახურვა